blf.ge
შრომითი ურთიერთობები

ჩვენი იურისტები გასცემენ რეკომენდაციებს საერთაშორისო და ეროვნული დაწესებულებებისთვის კოლექტიურ მოლაპარაკებებსა და ინდივიდუალურ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით. ჩვენი ფართო გამოცდილება და პრაგმატული მიდგომა გარანტიას გაძლევთ წარმატებული რესტრუქტურიზაციისა და რეორგანიზაციის წარმოებაში.  გვაქვს შრომითი დავების გადაწყვეტის მნიშვნელოვანი გამოცდილება სასამართლოს გზით და სასამართლოს გარეშე.

შრომის სამართალში ჩვენი მომსახურება მოიცავს: შინაგანაწესის, შრომითი, მათ შორის სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრებისა და მმართველი დირექტორების ხელშეკრულებებისა და შიდა რეგულაციების მომზადებას, რესტრუქტურიზაციასა და გარე რესურსებით უზრუნველყოფას, კადრების შემცირების, მოლაპარაკებების წარმოებასა და კოლექტიური ხელშეკრულებების შეწყვეტის წარმოებას.