blf.ge
დოკუმენტების მომზადება და ანალიზი

იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრისა და მესამე პირებთან წარმომადგენლობის გარდა BLF-ის იურისტები აქტიურად არიან ჩართულები სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და ანალიზში. ჩვენს იურისტებს დიდი გამოცდილება აქვთ ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების ექსპერტიზასა და მომზადებაში.

ადგილობრივ და საერთაშორისო ტრანზაქციებში დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ხელშეკრულებების, სამართლებრივი შეფასებების, სამართლებრივი მემორანდუმებისა და სამართლებრივი რეკომენდაციების  მომზადება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.