blf.ge
ჯანდაცვა

ჩვენი გუნდის წევრები გთავაზობენ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც აუცილებელია მუდმივად ცვალებადი და ყველაზე მეტად კომპლექსური სამართლებრივი საკითხებისა და რისკების მქონე, ჯანდაცვის სამართალში.

ჩვენი გუნდი სამართლებრივ მომსახურებას უწევს არაერთ სამედიცინო დაწესებულებას. ჩვენი იურისტები წარმოადგენენ ყველა იმ პირის ინტერესებს, რომელიც ამ სექტორშია ჩართული: სამედიცინო დაწესებულებების, ექიმების, ექთნებისა და ფარმაცევტულ კომპანიების მათი მოცულობის მიუხედავად.

ჩვენ ინტენსიურად ვართ ჩართული სადაზღვევო საკითხებში და გენერალური ხელშეკრულებების მომზადებაში კლინიკებს, სადაზღვევო კომპანიებსა და/ან სახელმწიფოს შორის, სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო პროგრამების და შესაბამისი კანონმდებლობის სრული შესაბამისობით. ჩვენ ვეხმარებით სამედიცინო დაწესებულებებს შესაბამისი საჯარო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების განმარტებაში.