blf.ge
გიორგი ბერიშვილი

ელ-ფოსტა: g.berishvili@blf.ge

გიორგი ბერიშვილი გახლავთ იურიდიული ფირმა BLF-ის დამფუძნებელი პარტნიორი. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს განეკუთვნება: ბიზნეს სამართალი, საკორპორაციო სამართალი (კომპანიათა შერწყმა), სახელშეკრულებო სამართალი, შრომისა და ჯანდაცვის სამრთალი, ადმინისტრაციულ სამართალი, სამშენებლო სამართალი, საზღვაო და საერთაშორისო სატრანსპორტო სამართალი, საინვესტიციო სამართალი. მას აქვს უდიდესი გამოცდილება ბიზნესის ფორმირების, სახელშეკრულებო (რაც მოიცავს ფინანსურ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ და საერთაშორისო ტრანზაქციებს) და ფართო იურიდიული კონსულტაციის გაწევის საკითხებში.

კარიერის დასაწყისში გიორგი მუშაობდა ქ. თბილისის მერიაში, ქონების მართვის სამსახურის იურისტად, სადაც მისი საქმიანობის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი უზრუნველყოფა. მოგვიანებით გიორგიმ მუშაობა განაგრძო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სამართლებრივი ექსპერტის თანამდებობაზე, გახდა ფედერაციის მთავარი იურისტი და საკლუბო ლიცენზირების კომიტეტის წევრი. იგი წარმოადგენდა ფედერაციას არაერთ საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებზე. გიორგი მუშაობდა ისრაელის საინვესტიციო ჯგუფში პროექტის ხელმძღვანელად, სადაც გარდა ბიზნესის საკითხებისა კურირებდა სამართლებრივ მიმართულებას. გიორგი აგრეთვე მიწვეული იყო საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ, როგორც მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში და მონაწილეობას იღებდა საქართველოს საზღვაო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში. BLF-ის დაარსებამდე იგი გახლდათ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი GLCC Law Firm-ში.

გიორგი გახლავთ საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ბიზნეს სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. BLF-ში მმართველ პარტნიორად ყოფნის პარალელურად იგი არის ქართულ-გერმანული საინვესტიციო კომპანია EHC-ის პარტნიორი და იურიდიული დირექტორი. 

გიორგი ბერიშვილმა დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მოგვიანებით კი - ერაზმუსის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მაგისტრატურა ბიზნეს სამართალში და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

გარდა ქართულისა, გიორგი თავისუფლად ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.