blf.ge
გიორგი გვენეტაძე

ელ-ფოსტა: g.gvenetadze@blf.ge

გიორგი გვენეტაძე გახლავთ იურიდიული ფირმა BLF-ის პარტნიორი. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს განეკუთვნება: საბანკო-საფინანსო და საგადასახადო სამართალი, საბაჟო სამართალი, სისხლის სამართალი, ასევე სასამართლო საქმეების წარმოება სამოქალაქო, სამეწარმეო და ადმინისტრაციულ დავებზე.

კარიერის დასაწყისში გიორგი მუშაობდა  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  სისტემაში საგადასახადო-საბაჟო საქმის მიმართულებით იურიდიულ და  საინფორმაციო-ანალიტიკურ სამსახურებში. მოგვიანებით მან მუშაობა განაგრძო საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სადაც   უშუალო მონაწილეობას იღებდა კანონშემოქმედებით  პროცესში. 

2005 წელს გიორგი დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ, სადაც  მუშაობდა 2008 წლის ოქტომბრამდე. ამის შემდგომ მან საქმიანობა განაგრძო კერძო სექტორში და  2012 წლამდე მუშაობდა სს „კორ სტანდარტ ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსად. BLF-ში პარტნიორად გადასვლამდე იგი საქმიანობდა როგორც დამოუკიდებელი ადვოკატი.

გიორგი კითხულობდა სალექციო კურსს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და   საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში  საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალში. მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო და ანალიტიკური ნაშრომი სამეწარმეო სამართალში, ასევე სამოქალაქო საპროცესო, ადმინისტრაციულ და შრომით სამართალში.

გიორგი გვენეტაძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული  ფაკულტეტი.

გიორგი სრულყოფილად ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.