blf.ge
წევრები
ფირმა

BLF არის იურიდიული ფირმა, რომელიც დაფუძნებულია ეროვნულ და საერთაშორისო სამართალში გამოცდილებისა და განათლების მქონე ადგილობრივი იურისტებისა და პროფესიონალების მიერ. ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და შედეგზე ორიენტირებულ სამართლებრივ მომსახურებას, რომელიც მიმართულია თქვენი ბიზნესის წარმატებისაკენ.

BLF იურიდიულ მომსახურებას გაგიწევთ სამეწარმეო, სახელშეკრულებო, საბანკო, საგადასახადო, სადაზღვევო,  შრომის სამართალთან, კომპანიათა შერწყმასა და გარდაქმნასთან და უძრავ ქონებასთან  დაკავშირებით. ჩვენ წარმოვადგენთ ინვესტორებს ევროპის, ჩინეთის, არაბეთის გაერთიანებული ემირატების, ეგვიპტის, კანადის, სამხრეთ აფრიკის, ინდოეთის, ირანის და სხვა ქვეყნებიდან. ჩვენს იურისტებს გააჩნიათ კლიენტების სახელმწიფო ორგანოებში წარმომადგენლობისა და მათი სახელით მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება. ასევე სპეციალიზირებული ვართ ადგილობრივი კომპანიების დაფუძნებაში, რომელთა პარტნიორებს სხვადასხვა იურისდიქციის ქვეშ მყოფი პირები წარმოადგენენ.

BLF-ის გუნდის მიერ მომზადებულია  150 მილიონიანი საინვესტიციო ხელშეკრულება, რომელიც ეხება სპეციალური ინდუსტრიული ზონის შექმნასა და ქ. თბილისში ოლიმპიური სოფლის მშენებლობას. ჩვენ მიერ არის შექმნილი საქართველოში ყველაზე დიდი სამედიცინო ჰოლდინგის სამართლებრივი სტრუქტურა, რომელიც 5 საავადმყოფოსაგან შედგება. BLF-ის იურისტები მონაწილეობდნენ სს „ბაზის ბანკი“-ს შეძენაში, რაც 2012 წელს საქართველოს საბანკო სექტორში ყველაზე დიდ ტრანზაქციას წარმოადგენდა. ჩვენი გუნდის მიერ საფინანსო ინსტიტუტების, სამედიცინო დაწესებულებების, სამშენებლო და სხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებისათვის მომზადებულია სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი დასკვნები და რეკომენდაციები. ჩვენ ასევე გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან (EBRD, GRDF, OPIC) ურთიერთობის გამოცდილება მრავალ მილიონიან საინვესტიციო ხელშეკრულებებთან  დაკავშირებით.

ჩვენი გუნდის წევრები მონაწილეობდნენ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე განხორციელებულ ყველაზე დიდ ტრანზაქციაში, რომლის საფუძველზეც სამშენებლო ბაზარზე არსებული მთლიანი უძრავი ქონების 1/3 გადაეცა პრობლემური აქტივების მმართველ ლიდერ კომპანიას. BLF-ის გუნდის მეშვეობით განხორციელდა  რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების  ტრანზაქციები სოფლისმეურნეობის სექტორში.

BLF-ის იურისტები  აქტიურად მონაწილეობენ სასამართლო პროცესებსა და საარბიტრაჟო დავებში. ჩვენს იურისტებს დიდი გამოცდილება აქვთ საქართველოს სასამართლოებსა და არბიტრაჟში საქმის წარმოების თვალსაზრისით. ჩვენი  გუნდი შედგება ხანგრძლივი გამოცდილების მქონე პროცესუალისტი იურისტებისაგან. სასამართლო პროცესებისა და დავების გადაწყვეტის აქტივობები ასევე მოიცავს კლიენტების დახმარებას სასამართლოს გარეთ მოლაპარაკებების წარმოებაში.

სრულად