blf.ge
შოთა ჯოგლიძე

ელ-ფოსტა: sh.joglidze@blf.ge

შოთა ჯოგლიძე გახლავთ იურიდიული ფირმა BLF-ის ექსპერტი. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს განეკუთვნება ჯანდაცვისა და სადაზღვეო სამართალი. მას აქვს უდიდესი გამოცდილება ჯანდაცვის მენეჯმენტში. 

მისი კარიერის დასაწყისში შოთა მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში იურისტად. მოგვიანებით მუშაობა განაგრძო სსიპ „სავალდებულო დაზღვევის ბიუროში“ იურისტად, სადაც მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სადაო საკითხების განხილვა სხვადასხვა სადაზღვეო კომპანიებთან  და ფიზიკურ პირებთან. შემდგომ იგი გადავიდა ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურეობის და კულტურის საქალაქო სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, სადაც იგი იურიდიული კუთხით კურირებდა ქ. თბილისის კულტურის, სპორტის, და სოციალური მომსახურების სამსახურებს, ასევე ქ. თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ პოლიკლინიკებს, მონაწილეობდა სასამართლო პროცესებში.  მოგვიანებით შოთა დაინიშნა სს „მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“-ს ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო ორ წელიწადში გახდა ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი.

შოთა ჯოგლიძემ დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი CBA. მას ჩაბარებული აქვს ადვოკატურისა და პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდები.

მშობლიურ ქართულ ენასთან ერთად შოთა თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.