blf.ge
მარიამ დევნოსაძე

მარიამ დევნოსაძეს აქვს 25 წლიანი ბუღალტრული და საგადასახადო კუთხით მუშაობის გამოცდილება მშენებლობისა და უძრავი ქონების, რეკლამის, კომუნიკაციის, მიკროსაფინანსო, კვების, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში. იგი მომსახურებას უწევს როგორც საშუალო და წვრილი ბიზნესის წარმომადგენლებს ასევე დიდ კორპორაციებს. 

მისი კარიერის ადრეულ ეტაპზე მარიამი მუშაობდა მთავარ ბუღალტრად კომერციულ ბანკში. მისი შემდგომი დამსაქმებელი გახლდათ ერთ-ერთი პირველი ციფრული საკომუნიკაციო კომპანია საქართველოში. მოგვიანებით იგი მუშაობდა მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე სამშენებლო კომპანიაში - წავკისის ველი.   

ამასთან მარიამ დევნოსაძე გახლავთ შპს “საფინანსო საკონსულტაციო ცენტრი”-ს დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, სადაც იგი უწევს საბუღალტრო, საკონსულაციო და საგადასახადო მომსახურებას ადგილობრივ და უცხოურ კლიენტებს. 

მარიამ დევნოსაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი.

მშობლიურ ქართულ ენასთან ერთად იგი თავისუფლად საუბრობს ინგლისურად და რუსულად.