blf.ge
თამარ კაჭარავა

ელ-ფოსტა: t.kacharava@blf.ge

თამარ კაჭარავა გახლავთ იურიდიული ფირმა BLF–ის იურისტი. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროებია: სახელშეკრულებო სამართალი, შრომის სამართალი და ჯანდაცვის სამართალი.

თავისი იურიდიული კარიერის დასაწყისში თამარ კაჭარავა ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში ეწეოდა პრო-ბონო საქმიანობას, კერძოდ, გასცემდა იურიდიულ დახმარებას ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. მოგვიანებით გახდა ამავე სამართლის კლინიკის დირექტორის თანაშემწე.

იურიდიულ ფირმაში საქმიანობის დაწყებამდე თამარი მუშაობდა GLCC Law Firm-ში. მან გაიარა სტაჟირება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ის ასევე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC–ში, სადაც ეკავა „აისეკ საქართველოს“ ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა.

თამარმა წარმატებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

გარდა ქართული ენისა თამარი ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.