blf.ge
მარიამ წილოსანი

ელ-ფოსტა: m.tsilosani@blf.ge

მარიამ წილოსანი გახლავთ იურიდიული ფირმა  BLF-ის იურისტი. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროებია სახელშეკრულებო, შრომის, სამედიცინო, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართალი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტა, ასევე სასამართლო საქმეების წარმოება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე.

თავისი კარიერის დასაწყისში, მარიამმა გაიარა 1 წლიანი სტაჟირება თენგიზ სუპატაშვილის საადვოკატო ბიუროში. BLF-ში მუშაობის დაწყებამდე მარიამი გახლდათ კომპანია „ულტრას“ იურისტი. ასევე იგი ეწეოდა დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას, წლების განმავლობაში უწევდა იურიდიულ დახმარებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

მარიამმა წარმატებით დაამთავრა საერთოშირისო ურთიერთობათა უნივერსიტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნის ხარისხი. მან ასევე წარმატებით დაასრულა გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის კერძო-ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

მარიამი გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და აქვს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლება საერთო სპეციალიზაციით. მას მიღებული აქვს რამდენიმე სერთიფიკატი სხვადასხვა ტრეინინგში მონაწილეობისათვის.

მარიამი მშობლიურ ქართულ ენასთან ერთად თავისუფლად ფლობს ინგლისურს.