blf.ge
მაგდა შეყელაძე

ელ-ფოსტა: m.shekeladze@blf.ge

მაგდა შეყელაძე გახლავთ უმცროსი იურისტი ჩვენს ფირმაში. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროებია ჯანდაცვის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი.  

თავისი იურიდიული კარიერის დასაწყისში მაგდა ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში ეწეოდა პრო-ბონო საქმიანობას, კერძოდ კი გასწევდა იურიდიულ მომსახურებას ფიზიკური და იურიდიული პირებზე. მოგვიანებით გახდა ამავე სამართლის კლინიკის დირექტორის თანაშემწე. სასწავლო კურსის ფარგლებში იგი უფასო იურიდიულ დახმარებას გასწევდა თბილისის მერიის პროგრამითაც.

მაგდამ 6 თვიანი სტაჟირების კურსი გაიარა საადვოკატო ბიუროში OK & CG, სადაც, კურსის დასრულების შემდეგ, დაინიშნა ადვოკატის თანაშემწის, ხოლო შემდგომ - ადვოკატის თანამდებობაზე. მოგვიანებით იგი მუშაობდა უმცროსი იურისტის თანამდებობაზე შპს „ფურშეტ ჯორჯია“-ში.

მაგდას გავლილი აქვს სხვადასხვა იურიდიული სასერთიფიკატო კურსები, ესწრებოდა მრავალ ტრენინგსა და კონფერენციას, გახლავთ არაერთი პუბლიკაციის ავტორი. იგი გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და აქვს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, სამოქალაქო სამართალი სპეციალიზაციით.

მაგდამ წარმატებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. მან 2013 წელს ასევე წარჩინებით დაასრულა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

მაგდა თავისუფლად ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.