blf.ge
ქეთევან ანდღულაძე

ელ-ფოსტა: k.andghuladze@blf.ge

ქეთევან ანდღულაძე გახლავთ იურისტი იურიდიულ ფირმაში, BLF. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ბიზნეს სამართალი, სამეწარმეო და სახელშეკრულებო სამართალი, შრომის სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი, სამშენებლო სამართალი, საგადასახადო სამართალი, განათლებისა და ადმინისტრაციული სამართალი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტა. უძრავ ქონებასთან, მშენებლობასთან, იჯარასთან, საერთაშორისო ნასყიდობასად და სხვა საკითხებთან დაკავშირებული ტრანზაქციების გარდა, ქეთევანი მონაწილეობს სამართლებრივი ანალიზებისა და შეფასებების, სხვადასხვა სამეწარმეო და სხვა ტიპის სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში.

ქეთევანის სამართლებრივი გამოცდილება დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ერთი წლის შემდეგ იგი გადავიდა სტაჟიორად იურიდიულ ფირმა GLCC Law Firm-ში სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით. მოგვიანებით ქეთევანმა მუშაობა განაგრძო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. სათანადო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შეძენის შემდეგ იგი დაბრუნდა GLCC Law Firm-ში იურისტის პოზიციაზე.

ქეთევანი გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა (სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით) და პროფესიული ორგანიზაციის, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის, წევრი. მას მიღებული აქვს სხვადასხვა სერტიფიკატები, გაიარა და ატარებდა ტრენინგებს თბილისის საშუალო სკოლაში ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სამართლის კურსის ფარგლებში.

ქეთევან ანდღულაძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიურ ხარისხებს და ამჟამად გახლავთ ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი ბაკალავრიატის ფარგლებში მან მიიღო განათლება ევროპისა და საერთაშორისო სამართალში, ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში.

ქეთევანი მშობლიურ ქართულ ენასთან ერთად თავისუფლად ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.