blf.ge
დავით ბერიშვილი

დავით ბერიშვილი გახლავთ იურიდიული ფირმა BLF – ის იურისტი.  მისი საქმიანობის ძირითად სფეროს განეკუთვნება: საკორპორაციო, საინვესტიციო, სახელშეკრულებო, საპროცესო და ადმინისტრაციული სამართალი.

დავითმა დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ბიზნეს-სამართლის სპეციალიზაციით და მიენიჭა სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 

2009 წელს გაიარა ადმინისტრაციული სამართლის კურსი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

დავითი იყო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა იურისტი, რომელმაც ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა  21 წლის ასაკში და  გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადვოკატი საქართველოში.

დავითმა მოიპოვა “South Texas College of Law”–სა და “ივანე ჯავახიშვილის სახემწიფო უნივერსიტეტი”–ს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მედიაციის კურსის სერტიფიკატი.

BLF–ში საქმიანობასთან ერთად დავითი ხელმძღვანელობს საერთაშორისო მედია ჰოლდინგ NILTEX HOLDING LIMITED-ის როგორც იურიდიულ ასევე ბიზნეს მიმართულებებს და ახორციელებს კომპანიისათვის ლიცენზიების მოპოვებას და სხვადასხვა ქვეყნების კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობას.

დავითი ფლობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ (სრულყოფილად) და რუსულ (სრულყოფილად) ენებს.