blf.ge
ანა ლურსმანაშვილი

ელ-ფოსტა: a.lursmanashvili@blf.ge

ანა ლურსმანაშვილი გახლავთ იურისტი ჩვენს იურიდიულ ფირმაში. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს კომერციული, კორპორაციული, სახელშეკრულებო, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, შრომისა და სამედიცინო სამართალი. მისი სამუშაო მოიცავს იურიდიული დოკუმენტების შედგენასა და ანალიზს, კორპორაციულ და ბიზნეს ტრანზაქციებს, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს. ანა მონაწილეობს სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტების მომზადებაში, მათ შორის და არა მხოლოდ განაცხადების, მემორანდუმების, სამართლებრივი ანალიზების, სამართლებრივი შეფასებების შესახებ დასკვნების, კონტრაქტების და სხვა.

BLF-ში გადმოსვლამდე ანა მუშაობდა იურისტად GLCC Law Firm-ში. ასევე იგი გახლდათ ანაზღაურებადი სტაჟიორი იურიდიულ ფირმა LPA LLC-ში. მისი პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს ასევე სტაჟირებას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. იგი მუშაობდა იურისტად ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის განყოფილებაში.

ანა არის “ღია მსოფლიოს ლიდერთა ცენტრის მიერ” ორგანიზებული “ღია მსოფლიოს პროგრამის” მონაწილე (ატლანტა, ჯორჯია, აშშ). ბაკალავრიატში სწავლის დროს, მან გაიარა სტაჟირება იურიდიულ ფირმა “HALL BOOTH SMITH & SLOVERS P.C.” (ატლანტა, ჯორჯია, აშშ). 2011 წლის ივნისში მან წარმატებით ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით და გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ანას მიღებული აქვს რამდენიმე სერთიფიკატი სხვადასხვა ტრეინინგში მონაწილეობისათვის.

ანამ დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის სამართლის სკოლა. იგი ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს.

მშობლიური ენის ცოდნასთან ერთად ანა თავისუფლად წერს და საუბრობს ინგლისურად.