blf.ge
გადახდისუუნარობა

ფინანსური პრობლემების მქონე კომპანიებისათვის სამართლებრივი მხარდაჭერის გამოცდილების გათვალისწინებით, BLF გთავაზობთ არსებული პრობლემების მიმართ სტრატეგიულ მიდგომას. ჩვენი გუნდი მოწოდებულია მოემსახუროს კლიენტებს, რომლებიც კრიზისულ ეტაპზე იმყოფებიან. მომსახურების ამ სფეროში მომუშავე იურისტები ორიენტირებული არიან ბიზნესის  შენარჩუნებისათვის აუცილებელ სტრატეგიების შემუშავებაზე. კრიზისული პერიოდის განმავლობაში თქვენ მოგემსახურებათ ჩვენი ფირმის კომპეტენტური და გამოცდილი პროფესიონალები.